წინაპარმა თქვა, სტუმარი ღვთისააო და არა მტერი ღვთისაო – სანიკიძე პოზნერზე

“წინაპარმა თქვა სტუმარი ღვთისააო და არა მტერი ღვთისაო”,– ასე ეხმიანება გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გუბაზ სანიკიძე პოზნერის ვიზიტს.

მისი თქმით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოს დაუძინებელი მტერია.

„პოზნერს ზნეობას ნუ მოვთხოვთ, იმიტომ, რომ ეს არის ზნედაცემული ადამიანი, ანტიქართველი, ანტიუკრაინელი, ყველაფრის ანტია, რაც ჩვენთვის და ვინც ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. აქ არ არის საუბარი პოზნერის „გულაობაზე“ საქართველოში, აქ არის ჩვენ როგორ ვიქცევით.

ვიღაცებმა დაწერეს, სტუმარი… როგორ შეიძლება ?! – არ არის სტუმარი, ჩვენმა წინაპარმა თქვა სტუმარი ღვთისააო და არა მტერი ღვთისაო, ეს არის ჩვენი დაუძინებელი მტერი და სხვათა შორის, მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერია, მას აქვს ცნობილი ფრაზა, რომ ქრისტიანობა პრიმიტიული რელიგიაა და ამ ქრისტიანობაში ყველაზე პრიმიტიული მიმდინარეობა მართლმადიდებლობაა”,– განაცხადა სანიკიძემ პალიტრანიუსის ეთერში.