წინასაარჩევნოდ აკავებენ, გათავისუფლებას ხმების სანაცვლოდ ითხოვენ – მაჩალიკაშვილი

წინასაარჩევნოდ აკავებენ, გათავისუფლებას ხმების სანაცვლოდ ითხოვენ  – პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირის დააკავებას მალხაზ მაჩალიკაშვილი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

„დაკავებულიდან ორი ჩემი გვარისაა. ეს ყველაფერი არჩევნებზე არის გათვლილი, როგორც ყოველთვის ხდება ხეობაში. წინასაარჩევნოდ აკავებენ და მერე მშობლებისგან თითოეულის გათავისუფლებას არჩევნებში ხმების სანაცვლოდ ითხოვენ. ხელისუფლებას აწყობს და იციან, რომ ეს მეთოდი უნდა გამოიყენონ. სხვა გზა მათ არ აქვთ, ან დაშინებით ან მოსყიდვით, ან ბავშვების დაჭერით უნდა მოაგროვონ ხმები“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, კახეთში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.