“წინასაარჩევნო ძალის დემონსტრირებაა”- ასე აფასებს, პარტია ”ლელო-პარტნიორობა საქართველოს” თავჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, მთავარი არხის ოპერატორის, “ქართული ოცნების” ოფისიდან გადმოგდების ფაქტს.
“ეს ქმედებები უკვე დიდი ხანია საღ აზრს გასცდა და ხელისუფლება აგონიურ ფაზაში გადადის. ქარელში მომხდარი ფაქტი გაგრძელებაა იმისა, რომ 5 ივლისის დანაშაულზე არავინ დასჯილა. ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ახალისებს მეტი დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მთელი პარტიული სტრუქტურა დაგეშილია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ”. – ამბობს ბადრი ჯაფარიძე