“წინასწარი შეტყობინების სისტემის თუ არ სჯერათ, მაშინ დევდორაკზე რატომ გვაქვს ნახევარი მლნ გადახდილი და გვაქვს წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომელიც უკვე ძალიან საეჭვოა ფუნქციონირებს თუ არა, რას აკეთებენ ამ კუთხით, რატომ გვაქვს ვერეზე დამონტაჟებული წინასწარი შეტყობინების სისტემა. თვითონ, უკვე წინააღმდეგობაში მოდიან იმიტომ, რომ ისინი არიან პასუხისმგებელნი ასეთ საკითხებზე. მათთან მიდის დაფინანსება ამ კუთხით, ამიტომ ცოდოები არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს პროფესიონალები, ვინც იქ სხედან, რადგან არ შეიძლება მსგავსი განცხადებების გაკეთება, როდესაც 62 ჰექტარს ამბობ ყინულის საფარზე.  ეს არის მაკომპრომეტირებელი ზუსტად სამეცნიერო სივრცის. არ შეიძლება აკეთებდეს ამის შესახებ განცხადებას მინისტრის მოადგილე პროფესიით იურისტი”,

აცხადებს სეისმოლოგი, თეა  გოდოლაძე გარემოს დაცვის სააგენტოს პასუხად, რომელიც ამტკიცებს, რომ  შოვის ტრაგედიას წინ არ უძღოდა მასშტაბური შეგუბება ალპურ მყინვარზე და  მიიჩნევენ  რომ სტიქიური მოვლენის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო.