“ჩვენ გვყავდა ქვეყანაში წინა ხელისუფლება, რომელიც ისკანდერის ნაწილებს მალავადა ჰააგის და სტრასბურის სასამართლოებისგან. ჩვენ გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც ძალიან ცნობილ 16-33 რეზოლუციაში ხელს აწერდა და მხარს ჭერდა მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ დიდი მცდელობით, დიდი მეცადინეობით, დიდი შრომით, იუსტიციის სამინისტრომ მოახერხა, რომ ქართულ სახელმწიფოს მოეპოვებინა გამარჯვება და ეს გამარჯვება დღევანდელი დღით დაგვირგვინებულიყო”,

ასე ეხმაურება, “ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა, რომ ქართულ მხარეს 2008 წლის ომში დანაშაული არ ჩაუდენია.