“90-იან წლებში ძალიან სერიოზული დარტმა მიიღო განათლების სისტემამ. წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაკნინება, ამის შედეგებს ვიმკით ახლა. დანგრევა ძალიან ადვილია, აშენება – ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესი. ჩვენი გუნდი, რომელიც განათლების რეფორმას ახორციელებს, გახლავთ განათლების და მეცნიერების სფეროს ჭეშმარიტი სპეციალისტები. ამ პროცესს დაჭირდება გარკვეული დრო. აგურ-აგურ ვაშენებთ იმ სისტემას, რომელიც აუცილებლად გაგვიყვანს სასურველ შედეგებზე – ევროპულ სტანდარტზე. ეს სავსებით შესაძლებელია და აუცილებლად მოხდება, მაგრამ მინდა, ყველას გაგეგოთ, რა არის ფესვები იმ სიტუაციის, რომელიც დღეს გვაქვს, თუმცა თუ დააკვირდებით ბოლო წლების განმავლობაში როგორ იზრდება ინდიკატორები…”
თქვა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში.