ჩვენ უნდა გავატაროთ შობადობის ძალიან აქტიური [წახალისების] პოლიტიკა. ინვიტრო ხელოვნური ჩასახვა უნდა იყოს საქართველოში უფასო და უნდა იყოს სტიმულირებული. ყოველი მეორე-მესამე ბავშვი უნდა იყოს სტიმულირებული დამატებითი ფულით. მე ზედმეტი სოციალური სტიმულირების წინააღმდეგი ვარ იმიტომ, რომ შეიძლება, დაბალი გადასახადია, მაგრამ რაც შეეხება შობადობას, აქ ერთმნიშვნელოვანი პოზოცია გვაქვს. ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ჩვენ გვჭირდება სტიმულები. დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს. უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს, ისინი არიან შიდა უბედურებაში. თავისი შვილები უნდა ატარონ. თუ უნდა მოხდეს ხელოვნურად ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არავის.