თბილისის მერი, კახა კალაძე საპარლამენტო არჩევნებზე ამბობს, რომ “მოწოდების სიმაღლეზე იყო”. მისი თქმით, ფული დარიგების ფაქტები “ბუნებაში არ არსებობს”.
“წლევანდელი არჩევნები მართლაც მოწოდების სიმაღლეზე იყო. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ მომდევნო პარლამენტი იქნება ბევრი პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი. ოლქებში ლიდერობენ ჩვენი წარმომადგენლები. გაიმართება მეორე ტურიც, თუმცა ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ფულის დარიგებას რაც შეეხება, ბუნებაში ასეთი არც ერთი ფაქტი არ არსებობს”, – ამბობს კალაძე.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. ისინი დღეს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციას ჩაატარებენ.