წლის ბოლომდე თანამდებობას ნათია თურნავა დატოვებს – შაბათის ფორმულა

ახალ წლამდე თანამდებობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას შაბათის ფორმულა ავრცელებს.

შაბათის ფორმულას წყარომ უთხრა, რომ თურნავას 2022 წლიდან პოსტზე მისი პირველი მოადგილე, ოთარ დანელია ჩაანაცვლებს. წლების წინ დანელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. თავად დანელია უარყოფს ინფორმაციას, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
ადამიანები, რომლებიც ივანიშვილ-ღარიბაშვილის ფსიქოლოგიას კარგად იცნობენ, ფიქრობენ, რომ პრემიერი ამ საკადრო ცვლილებებით, ძალაუფლების სადავეების მთლიანად გაკონტროლებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც გააკეთა. ფორმულას ინფორმაციას მმართველ გუნდში მაშინაც უარყოფდნენ, თუმცა 9 დეკემბერს მინისტრმა თქვა, რომ მოვალეობებს წლის ბოლომდე შეასრულებს, შემდეგ კი, პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას.

წყარო: ფორმულა