წლის ბოლომდე ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე გადავა – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, 2020 წლის ბოლომდე თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა.

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება დაჩქარებულად მიიღებს, რადგან ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის და მოიჯარისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული.

„მიღებულ იქნა ინფექციური საავადმყოფოს ახალ ლოკაციაზე გადაყვანის და იმ ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაჩქარებულად იქნა მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა როგორც იმ მოიჯარისთვის, სადაც დღეს არის ინფექციური საავადმყოფო, ასევე, ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ ჩვენ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ახალ ლოკაციაზე გადავიყვანთ მათ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების კლინიკა“, – განაცხადა აზარაშვილმა.