წლის ბოლომდე რუსებს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე შესვლა სურთ – უკრაინა

”წლის ბოლომდე რუსებს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე შესვლა სურთ ” – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი.

“მათ [რუსებმა] დაისახეს ამოცანა, წლის ბოლომდე მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. ბახმუტის მიდამოში იყო მცირე წინსვლა, მაგრამ მტერი განდევნეს. დღეს მტერი ცდილობს ქალაქის ალყაში მოქცევას, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.