„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასევე შემოვა მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში წლის ბოლომდე 4 მილიონი დოზა ვაქცინა იქნება. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, Pfizer-ის ვაქცინის დოზები ქვეყანაში ივლისიდან ეტაპობრივად შემოვა.