წმინდა პოლიტიკური შურისძიებაა, თავისუფლება მიშას – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. მისი შეფასებით, რაც მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, პოლიტიკური შურისძიებაა.

“წმინდა პოლიტიკური შურისძიებაა და აბსოლუტურად ამაზრზენია: პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და მისი რეალური ბოსი ივანიშვილი იქნებიან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც შეიძლება სააკაშვილს დაემართოს. თავისუფლება მიშას” – წერს ტვიტერზე რაფაელ გლუკსმანი.