წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო – ვიდეო

საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თავმჯდომარეობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო. სხდომის მდივანია გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
ვიდეოს,  საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, წინა სინოდის სხდომიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ საპატრიარქოში მღვდელმთავრები კვლავ შეიკრიბებიან. ზუსტად უცნობია რა საკითხებზე იქნება მსჯელობა, თუმცა სავარაუდო თემებს შორის სახელდება კორონავირუსის პანდემია და ტესტირება, პეტრე ცაავას განკვეთის საკითხი და ეპარქიებში ახალი მღვდელმთავრების დანიშვნა.