ისრაელში სააღდგომო კვირეულის რიტუალები ჩვეულებრივად ჩატარდება, თუმცა პანდემიის გამო დაწესდება შეზღუდვები. ამჟამად ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს ტაძარში 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ.
ინფორმაციას orthochristian.com ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური რეისები უკვე დანიშნულია რუსეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას წელს 19 აპრილს აღნიშნავს.