წნორის მოხუცთა თავშესაფარში 79 წლის ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული 70 წელს მიღწეული მამაკაცია და სიმპტომები არ აღენიშნება. ტესტირება გაუკეთეს თავშესაფარში მცხოვრებ სხვა პირებსაც, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 148.