თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 21 თებერვალს, წინა ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე ზურაბ ჭიაბერაშვილს, ლევან გაჩეჩილაძესა და ნათია მოგელაძეს დაიბარებენ.
“21 თებერვლის სხდომაზე მოსაწვევ პირთა შორის იქნებიან: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ნათია მოგელაძე. ამასთან დაკავშირებით, ისინი დღეიდან ოფიციალურ შეტყობინებებს მიიღებენ. წამყვანი თემა 2003-2012 წლებში გამართული სხვადასხვა დონის არჩევნები იქნება, მაგრამ ამ პირებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათთან გასაუბრება მხოლოდ არჩევნებით შემოსაზღვრული არ იქნება და ყველა ის საკითხი, რომლის შესახებაც ინფორმაცია გვექნება, რომ ეს ადამიანები ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ ან სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში იყვნენ ჩართული, უფლება გვექნება, მათ კითხვები არჩევნების მიღმაც დავუსვათ.
მინდა, ეს პირები საჯაროდ გავაფრთხილო: ჩვენი კომისია მორიგი ფორმატი არაა, სადაც ადამიანები მხოლოდ სასაუბროდ იკრიბებიან”. – თქვა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე.