წულუკიანის საქციელმა დაგვამუნჯა – კრამონი მიკროფონის წართმევაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას და ამბობს, რომ ეს “უჩვეულოა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის”.

“ჩვენ ყველანი დაგვამუნჯა იმან, რაც კულტურის მინისტრმა გააკეთა. ეს აბსოლუტურად უჩვეულოა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ამავდროულად, ზოგჯერ ვისურვებდი მეხილა მეტი დისტანცია ჟურნალისტების მხრიდანაც, იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან აბეზარია. ეს არანაირად არ ამართლებს მინისტრის მიერ მიკროფონის გამოგლეჯას, მაგრამ ზოგჯერ პატივი უნდა ვცეთ პოლიტიკოსების პირად სივრცესაც. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ მასმედიის თავისუფლებაზე შეტევა ხდება ქვეყანაში”, — განაცხადა კრამონმა.

ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნებია. შსს-ს გამოძიება არ დაუწყია.