“სტუდია მონიტორის” ინფორმაციით, თეა წულუკიანის მეუღლე ნუგო კაკულია “სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაშია” დასაქმებული, საიდანაც მან 2021 წელს 35 167 ლარის ანაზღაურება მიიღო.
სტუდია მონისტორს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში უთხრეს, რომ კაკულიას გუშინდელ პოსტთან დაკავშირებით რეაგირებას არ აპირებენ.
გუშინ კაკულიამ ოპოზიციასა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეურაცხმყოფელი ტერმინებით მიმართა.
“გადაა*ვით ერთმანეთს თქვენ, ზელენსკიმ მიშამ და ზევიდან მაგ ელჩმა!”,– დაწერა მან Facebook-ზე პოსტში.