თეა წულუკიანი კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ის ამჯერად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ასევე, ანსამბლ “ბასიანის” წევრებს შეხვდა.
“ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ და „ბასიანის” ხელმძღვანელმა ზურაბ წკრიალაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს პანდემიის პირობებში მიმდინარე საქმიანობისა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომი გეგმების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
საუბარი ასევე შეეხო სალოტბარო სკოლებს, ქართული ფოლკლორის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს, არქივების გაციფრებას, ადგილობრივ თვითმმართველობებთან უფრო ეფექტური თანამშრომლობის აუცილებლობას და სხვა”,– აცხადებს პარლამენტის პრესამსახური.
ცნობისთვის, თეა წულუკიანი სავარაუდოდ კულტურის მინისტრად დაინიშნება.