კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ აპირებს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერ სტურუას გათავისუფლებას.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მასზე თავდასხმებს შეწყვეტენ.
“ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებით მე პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, მისი გათავისუფლება არ იგეგმება, ასევე, გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ ის წასვლას არ აპირებს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ალბათ დამეთანხმებით, ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს. კარგი იქნება თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს”,- ამბობს წულუკიანი.
მან მსახიობ ბესო ზანგურს თეატრის დატოვებისკენ და გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.