თეა წულუკიანმა რევაზ ამაშუკელს 85 წლის იუბილე მიულოცა და მასთან ერთად ტორტზე სანთლები ჩააქრო.
“მე პირადად მოხარული ვარ, რომ მომეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიუხედავად რთული ჟამისა, რომელიც უდგას ქვეყანას, მსოფლიოს პანდემიის სახით. საჯაროდაც მინდა მას ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ის მუხლჩაუხრელი ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის, რომელსაც ის მუდამ ემსახურებოდა არამხოლოდ თავისი შემოქმედებით, არამედ საზოგადო მოღვაწეობითაც. ასევე, მინდა საქართველოს ვუსურვო მისნაირი კარგი მამულიშვილები”,– ამბობს წულუკიანი სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.