“წულუკიანს პარლამენტიდან წასვლა უნდა”- ამის შესახებ, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ”მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით მისი მოლოდინი “ოცნების” გადაწყვეტილებებს არ დაემთხვა.
“როდესაც ხელმძღვანელობა განაწილდა ერთპარტიულ პარლამენტში, აღმოჩნდა, რომ წულუკიანი ჩამოალაბორანტეს და განათლება და კულტურა ჩააბარეს… ეს მის ამბიციებს ძალიან შეურაცხყოფს. მეტიც – მას გუნდიდან წასვლაც კი უნდა, საერთოდ უნდა, რომ პარლამენტიდანაც წავიდეს… არარსებული კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. მყიფე ერთობაა, რომელსაც გარეგნულად ინარჩუნებენ, ერთმანეთს უპირისპირებიან”, – ამბობს კილაძე “დღის სტუმარში” საუბრისას.