კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ჟურნალისტებისთვის რეგულაციების დაწესება სურს. მისი თქმით, ჟურნალისტებმა “ქცევა უნდა მოაწესრიგონ”.
“მე გარკვეული რეგულაციების იდეას აბსოლუტურად ვემხრობი, იქნება ეს Fake news, თუ ვალდებულებების ნაწილის გამკაფიოება, რომ რა არის საერთოდ ეს ჟურნალიზმი. ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში წერია, რომ ინფორმაციის გავრცელებას თან ახლავს ვალდებულებები, რომ ეს ვალდებულებები ქართულ კანონში უფრო მკაფიოდ გაიწეროს, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ადამიანებმა მოაწესრიგონ საკუთარი ქცევა.
თუ მეორე ადამიანი სისტემატურად ახორციელებს მცდელობას, დამჩაგროს, მოდაშია ახლა ეს სიტყვა – დამაბულინგოს და გათვლა აქვს იმაზე, რომ მე თავჩაქინდრული ამას ვიტან, მე აღარ ვაპირებ ეს ავიტანო, იმიტომ, რომ არ მაქვს ამის ვალდებულება”,– თქვა წულუკიანმა რადიო უცნობის ეთერში.