“ წუწურაქ ივანიშვილს მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა“–ელისაშვილი იპოდრომის თბილისისთვის გადაცემაზე

პარქტია მოქალაქეების ლიდერი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის მიერ თბილისისთვის იპოდრომის უსასყიდლოდ გადაცემას ეხმაურება და ამბოლბს, რომ ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწია:

“ეს დღეები ხან რომელი პარტია აქვეყნებს კვლევებს და ხან რომელი სადაც თურმე არც საბურთალოზე მაქვს რეიტინგი, არც ჩვენს პარტიას აქვს მხარდაჭერა და აგერ ბატონო კონკრეტული პასუხი ამ წყალ-წყალა და ტყუილ კვლევებზე – ივანიშვილმა იპოდრომი აჩუქა ქალაქს. კი, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვამბობ – იციან რომ მათ კანდიდატს შანსი არ აქვს პირველ ტურში გაიმარჯვოს და ამიტომაც მსოფლიოში ყველაზე წუწურაქ ივანიშვილს მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა. კი, ასეა სწორედ საბურთალოელების სიყოჩაღის და ოცნებისადმი ზურგისშექცევის შედეგია ის რომ იპოდრომი ჩვენია დღეიდან! მივაწვებით ამ ბედოვლათ ოცნებას, შევცვლით და ჩვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება! უკეთეს საბურთალოს ვიმსახურებთ!!!“– წერს ელისაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ იპოდრომის ტერიტორიის ივანიშვილისგან გამოსყიდვის ინიციატივით საბურთალოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატი – ალეკო ელისაშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი გამოდიოდნენ.

ივანიშვილის გადაწყვეტილება ფეისბუქზე შეაფასა ირაკლი ოქრუაშვილმაც:

“ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია ქალაქს გადასცაო.

ჩემს მიერ ამ თემის აწევის მერე 8 წლის თავზე გონება გაეხსნა თუ სერგეენკოს სავალალო რეიტინგმა გადააწყვეტინა?

ბარემ ლაგუნა ვერეც გადაეცა, კიდევ მრავალი წელი ჭაობი რომ არ იყოს.

და საერთოდ, ხელისუფლებაც რომ დაუბრუნოს ხალხს ეგ მთლად აჯობებს, ქვეყანაში რომ ჭაობი არ იყოს.“– დაწერა ოქრუაშვილმა.