წყალდიდობა დიდ დიღომში -ადგილზე ამ წუთებში 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს

დიდ დიღომში, მირიან მეფის გამზირსა და მის შემოგარენში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დაიტბორა.

სოფელ დიღომში ამჟამად 17 ჯგუფი მუშაობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის სულ შემოსულია 100-მდე შეტყობინება. მეხანძრე-მაშველები ყველა ლოკაციაზე ახდენენ რეაგირებას.

შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოების და ქუჩების დატბორვას უკავშირდება.

ქალაქის მასშტაბით, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მუშაობს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

ამ დროისთვის შეინიშნება ნალექის კლების ტენდენცია, შეტყობინებების შემოსვლის ინტენსივობა შემცირებულია.”-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

როგორც ცნობილია ტერიტორიაზე უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ავტომობილები.