წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა.
ის სავარაუდოდ, 20 წლამდე ახალგაზრდამ დაჭრა. ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებული არ არის.
შსს–ს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.