წყალტუბოში ძმები სავარაუდოდ მათმა ბიძაშვილმა მოკლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ძმები, სავარაუდოდ, მათივე ბიძაშვილმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა სანადირო თოფით მოხდა.

შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. ბრალდებული მიმალვაშია.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.