ბევრი წყვილი თვლის, რომ ოფიციალური ქორწინება სულაც არ არის მარადიული სიყვარულის გარანტია და როცა ურთიერთობები აღარ ეწყობა, დაშორება ჯობს. ვნახოთ წყვილები, რომლებიც ურთიერთობების შემდეგ ერთმანეთს ისე დაშორდნენ, რომ საქმე ქორწინებამდე არ მივიდა.
ქეით ჰადსონი და მეთიუ ბელამი
ქეით ჰადსონი და მეთიუ ბელამი ერთმანეთს ოთხწლიანი ურთიერთობების შემდეგ დაშორდნენ. ყავთ საერთო შვილი ბინგემი.
2000 –დან 2007 წლამდე მსახიობი ქეით ჰადოსნი გათხოვილი იყო როკ მუსიკოს კრის რობინსონზე, ამის შემდეგ კი, მიუხედავად არაერთი რომანისა აღარ გათხოვილა.
20011 წლის ივლისში მსახიობმა შვილი გააჩინა ახლა უკვე ყოფილი ბოიფრენდისგან, მეთიუ ბელამისგან, რომელიც მუსიკალური ჯგუფის, Muse–ის ლიდერია. იმ მომენტში, როცა ქეითმა ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო წყვილის ურთიერთობა სულ რამდენიმე თვის დაწყებული იყო და რა თქმა უნდა, ისინი დაქორწინებას არ გეგმავდნენ.
შემდეგ კი ქორწინების იდეა უკანა პლანზე გადავიდა ბავშვზე მზრუნველობის გამო. მალე კი წყვილი მიხვდა, რომ მათი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა და ერთმანეთს დაშორდა.
ვანესა პარადი და ჯონი დეპი
ეს წყვილი ერთმანეთს 14 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ყავთ ქალიშვილი ლილი როუზი და ბიჭი ჯეკი. მათი ურთიერთობა ოფიციალურ ქორწინებად არ გაფორმებულა. დღემდე წყვილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. სასამართლო პროცესზე, რომელზეც ჯონი დეპის ცოლის ბრალდებები განიხილებოდა მსახიობის ოჯახური ძალადობის შესახებ, ვანესა პარადი მოწმედაც გამოვიდა და თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება ჯონი დეპს ძალადობა დააბრალო, რადგან ის შესანიშნავი მამაკაცია.
შაკირა და ანტონიო დე ლა რუა
ეს წყვილი ერთმანეთს 10 წლიანი ურთიერთობების შემდეგ დაშორდა.
ყველაფერი 2012 წელს შეიცვალა, როცა შაკირა უკვე ფეხმძიმედ იყო ფეხბურთელ ჟერარ პიკესგან. ანტონიოს პრეტენზიები ქონდა იმაზე, რომ მომღერალმა მას არ გადაუხადა დიდი თანხა, რაც მას ვარსკვლავის იმიჯზე მუშაობისთვის ეკუთვნოდა. საყვარელი ქალის გულისთვის მან დროებით ადვოკატის კარიერა დათმო და შაკირასთან ერთად ტურნეში გაემგზავრა. გაღებული მსხვერპლისთვის კი ყოფილი ბოიფრენდი 252 მილიონ დოლარს ითხოვდა, რაც მათი რომანის პერიოდში შაკირას მიერ გამომუშავებული თანხის 18 პროცენტია.
დე ლა რუამ ვარსკვლავის უძრავ ქონებასაც დაადგა თვალი. მას იმედი ჰქონდა, რომ სკანდალის წყალობით ურუგვაიში მდებარე სახლს ან ნიუ იორკის აპარტამენტებს მიიღებდა. თუმცა, მის სიხარბეს შაკირამ საპასუხო სარჩელით უპასუხა და განაცხადა, რომ მისი ყოფილი ბოიფრენდი ბიზნესის წარმოებისას საკუთარ მოვალეობებს კარგად არ ასრულებდა.
2013 წელს დავა შაკირას სასარგებლოდ გადაწყდა: ყველა კონტრაქტის მიხედვით, რომლებზეც მენეჯერმა და მომღერალმა ერთობლივი მუშაობის დროს ხელი მოაწერეს, ფული უკვე გადახდილი იყო. ზეპირი შეთანხმებები კი, რომლებზეც ანტონიო აპელირებდა არავის უნახავს. შესაბამისად, მომღერალს მათი გადახდის ვალდებულება არ დაეკისრა.
უმა თურმანი და არპად ბიუსონი
ეს წყვილი ერთმანეთს 7 წლიანი ურთიერთობების შემდეგ დაშორდა. ყავთ ქალიშვილი ლუნა.მათი დაშორების ოფიციალურ მიზეზად გეოგრაფია იქცა. 7 წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მათი დაშორების და დაქორწინების შესახებ, 2016 წელს კი მათი ურთიერთობა რეალურად დასრულდა.
ჰოლი ბერი და გაბრიელ ობრი
ისინი ერთმანეთს 5 წლიანი ურთიერთობების შემდეგ დაშორდნენ. ყავთ საერთო შვილი –გოგონა ნალა.
ბავშვზე მეურვეობის უფლებისთვის ბევრი იბრძოლეს. ამასთან, ჰოლი ბერის სასამართლოში არ გაუმართლა: მას ყოფილი ბოიფრენდისთვის ყოველთვიურად 16 ათას დოლარიანი ალიმენტის გადახდა დააკისრეს ბავშვის სრულწლვანებამდე.
მსახიობის პრობლემები 2011 წელს დაიწყო, როცა ობრიმ სასამართლოს მეშვეობით მოთხოვა შვილზე სრულფასოვანი მეურვეობის უფლება და მიყენებული ტანჯვისთვის ფულადი ანაზღაურება.
კანონი განაწყენებული კაცის მხარეს აღმოჩნდა და ჰოლი ბერის არა მხოლოდ ფულის გადახდა დააკისრა, არამედ ბევშვის ქვეყნიდან გაყვანაც აუკრძალა. არადა მას ძალიან უნდოდა ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა, როცა ფრანგ მსახობთან, ოლივიე მარტინესთან ერთად დაიწყო ცხოვრება.
ორივე მშობელს მეურვეობის თანაბარი უფლება აქვს, თუმცა მას მამასთან ცხოვრება მოუწევდა, ხარჯები კი დედას უნდა დაეფარა. ასეთი ვითარება ჰოლი ბერის არ აწყობდა, თანაც სერიოზულად შიშობდა ბავშვის ჯანმრთელობის გამო – ფიცხი ხასიათით ცნობილი ობრი არცთუ იშვიათად ანთხევდა ბრაზს პერსონალზე. გაბრიელის ყოფილმა მოსამსახურემ მას სასამართლოშიც კი უჩივლა უდიერი მოპყრობის გამო. თუმცა, სასამართლო კვლავ მამაკაცის მხარეს აღმოჩნდა.
გაბრიელისგან ჰოლი ბერის ამჟამინდელ ბოიფრენდსაც მოხვდა – 2012 წელს ისინი ერთმანეთს მადლიერების დღეს ჰოლის სახლში შეხვდნენ. გაბრიელს ქალიშვილთან ურთიერთობა უნდოდა, ოლივიემ კი პირდაპირ მიანიშნა, რომ გოგონას მალე საფრანგეთში ახალი ცხოვრება ელოდა. ამ სიტყვებმა ხელჩართული ჩხუბი გამოიწვია, რასაც პოლიციის ჩარევა მოჰყვა. შედეგად მარტინესმა ხელი მოიტეხა, გაბრიელმა კი ნეკნი, თავის ტრავმა და ჰოლისთან და ბავშვთან მიახლოების დროებითი აკრძალვა მიიღო.
ოქსანა გრიგორევა და მელ გიბსონი
მათ სულ ერთი წელი ქონდათ ურთიერთობა. შეეძინათ ქალიშვილი ლუსია.
ოქსანა გრიგორევა ყოფილ შეყვარებულს ფეთქებად ხასიათში ადანაშაულებდა და ყვებოდა, რომ მელ გიბსონი მასზე ხშირად ძალადობდა. პიანისტმა ქალმა აუდიჩანაწერიც კი წარმოადგინა, რომელშიც გიბსონი უყვირის და ამცირებს. სასამართლომაც არ დააყოვნა და 2010 წელს მსახიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მელ გიბსონს სამწლიანი პირობითი სასჯელი და 400 დოლარიანი ჯარიმა, გარდა ამისა მრისხანების მართვის კურსები და 16 საათიანი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა მიუსაჯეს. გარდა ამისა, ამ სკანდალის გამო მსახიობთან მუშაობაზე უარით ქვა ჰოლივუდურმა სააგენტომ William Morris Endeavor. დავა იყო ფინანსებზეც. კანონის თანახმად მელმა ვალდებულება აიღო ყოფილი შეყვარებულისთვის ყოველთვიურად 20 ათას დოლარიანი ალიმენტი ეხადა. მორალური კომპენსაციისთვის გრიგორევამ მსახიობის ერთ–ერთი სახლიც მიიღო. უფრო მეტიც, ის ბავშვის სრულუფლებიანი მეურვე გახდა, მსახიობმა კი ბავშვთან მიკარების დროებითი აკრძალვა მიიღო.
სასამართლო წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა და ქალმა 40 ადვოკატი გამოიცვალა. სასამართლოს დასრულების შემდეგ კი მის უფლებადამცველებს უჩივლა და არაკორექტულ მუშაობაში დაადანაშაულა. ქალის განცხადებით, მას შეეძლო ბევრად მეტი თანხა მიეღო, რომ არა მათი არაკომპეტენტური რჩევები. სხვათა შორის, ყოფილი პიანისტი ქალისთვის ეს პირველი დავა არ ყოფილა: ჯერ კიდევ გიბსონთან შეხვედრამდე მან ტიმოტი დალტონს, რომელიც მისი ყოფილი ქმარი და ბავშვის მამა იყო, ყოველთვიური ალიმენტების გადახდა მოუგო სასამართლოში.