წყლის გადასახადის ერთიანად დარიცხვის გამო, სემეკმა GWP 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, 75 000 ლარით დააჯარიმა.

“სემეკ-ის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მრიცხველიანი მომხმარებლების უმეტესობის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მსგავსი ტიპის დარღვევებს. კომპანიას განემარტა, რომ დარღვევების აღმოუფხვრელობის ან მათი განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს კომპანიის განმეორებით დაჯარიმებაზე”. – წერია განცხადებაში.