ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ წყლის დონე ხერსონში, ყოველ ნახევარ საათში 1 ან 2 სანტიმეტრით მატულობს.
- ”წყლის დონე ხერსონში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს, 5 მეტრი და 34 სანტიმეტრია. ნახევარი საათის წინ, 2 სანტიმეტრით ნაკლები იყო. მანამდე კიდევ უფრო ნაკლები. გამოდის, რომ ყოველ ნახევარ საათში 1 ან 2 სანტიმეტრით მატულობს.” – ამბობს ოლექსანდრ პროკუდინი.
გუშინ, 6 ივნისს, რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონში კახოვკას ჰესი ააფეთქეს. პროკუდინის თქმით, ამ დროისთვის, 1700-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.