ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ მოქალაქეების წყლის ჭავლით დასველებით კორონავირუსი არ ვრცელდება.
მისივე თქმით, ოპოზიცია უპასუხისმგებლოდ იქცევა, როცა აქციებს მართავს.
„ჩვენ აქციების გამართვამდე გვქონდა ამაზე საუბარი, როდესაც პიკის დროს ბათუმში აქციას მართავ, აქტივისტები ჩაგყავს, მერე იმავეს თბილისში აკეთებ, მაშინ როცა უნდა შეიზღუდოს კომუნიკაცია ადამიანებს შორის – მინიმუმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ამ რისკებზე ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, სანამ ეს აქციები გაიმართებოდა და შედეგიც ვიხილეთ.
წყლის ჭავლით კოვიდი არ ვრცელდება, ეს მარტივი სპეკულაციაა. ამას რა პასუხი უნდა გავცე?! მთავარია, რომ ხელი არ უნდა შევუწყო შეკრებებით კოვიდის ხელოვნურად გავრცელებას და ეს ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოხდა“, – განაცხადა კობახიძემ.
სპეცდანიშნულების რაზმმა 8 ნოემბერს ცესკოსთან ოპოზიციის აქცია წყლის ჭავლით დაარბია. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები.