საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სასამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამის კომუნიკაციით მიმართავენ.
ორგანიზაციის თანახმად, მათ მიერ გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი განცხადებით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მოთხოვნილია:
- ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
- დაზარალებული პირების გამოკითხვა;
- წყლის ჭავლში ნივთიერებების შერევისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესაბამისობის შეფასება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულებთან მიმართებით;
- პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად აუცილებელი ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
- იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობა, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიადგათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად
საია აცხადებს, რომ განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.















