ჭავჭავაძეზე, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ,  თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის მკვლელობაში ბრალდებული, 1975 წელს დაბადებული გ.უ. დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად,1964 წელს დაბადებული ლ.ჯ. ადგილზე დაიღუპა, ხოლო 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.