გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შუახნის ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ქალა–ფუძის მოტეხილობა აქვს. დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.