ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი მოტოციკლეტს დაეჯახა. დაშავებულია ერთი ადამიანი.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 3-წლამდე პატიმრობით.