რაც შეეხება ქალბატონ მზიას, ჩვენ ესე წარმოგვიჩენენ, თითქოს, დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი. ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი! სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს არის მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება.
და კარგად თუ უნდა, რომ იყოს, შიმშილისკენ და სიკვდილისკენ ნუკი მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის დიდი ზიანის მომტანი ნებისმიერ შემთხვევაში.