“მარტივად გვაქვს აქ საქმე. შეუძლია მიიიღოს ცილა და არ იღებს ცილას. კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ამით ყველაფერი.
ვერ იღებს რას ჰქვია, ან არ იღებს რას ჰქვია. თუ არ იღებს, ეს არის შიმშილის ერთგვარი ფორმა ხომ? არ აქვს ეს გამოცხადებული, შესაბამისად არ უნდა გამოვრიცხოთ. რაც შეეხება ვერ იღებს, არ ვიცი რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი. ეს მე არ ვიცი. ამ დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არა ხაჭოს, ამ დეტალებში შესვლა ნამდვილად არ შემიძლია.
ჭამოს კვერცხი, ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. პოლიტიკური განცხადება აქ ვერ გაკეთდება. მე მგონია, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენხანს იმგზავრა, რომ ეტყობა განზიდვა აქვს ამ პროდუქტის მიმართ. ეს ხუმრობით, მაგრამ სინამდვილეში, საქმე იმაშია, რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივი წინასწარ განზარხვული გეგმა”
თქვა ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე