“დაიცალა ოპოზიცია სათითაოდ დარბაზიდან. რამდენი შეკითხვაც დაისვა, იმდენი გააძევეთ და ამიტომ, პირდაპირ კანონთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ ისეთი შეკითხვა, რომელიც იურიდიულად ძალიან გამართული იქნება და ძალიან მოგეწონებათ.

ბატონო გურამ, აი, ეს ჭერი რომ გაიხსნას და იქიდან ერთი ტონა ბინძური მასა რომ გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას? ბატონი ანრი რომ არ დატოვებს ვიცი, მაგრამ თქვენ თუ დატოვებთ მაგ ტრიბუნას. გმადლობთ”.

ასე მიმართა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გურამ მაჭარაშვილს კომიტეტის სხდომაზე სადაც რუსულ კანონს განიხილავენ.