„მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი მყარი პარტნიორები და საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრები ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამენ და ეს დარჩება კვლავ ზმანებად სალომე სამადაშვილის და მისნაირი პოლიტიკოსების, რომლებიც ჯერ როდის გვიწინასწარმეტყველებდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და როდის ნატრულობდნენ იმას, რომ ეს სტატუს – კვო დამდგარიყო. ვფიქრობ, რომ ყველანაირად მეგობრულად მოგვიდგებიან, როგორც აქამდე გვიდგებოდნენ, პარტნიორულად. სწორად და ჯანსაღად გაანალიზებენ და ჩემგან ჭკუა არ ესწავლებათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს თუ რა ტურბულენტურ რეგიონში ვართ, რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო მათ შორის მათთვის”,

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.