„ჭე“ კლასის დონეზე დაეშვა “ქართული ოცნება” და მისი საკადრო შემადგენლობა – გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” და მისი საკადრო შემადგენლობა “ჭე კლასის დონეზე დაეშვა”.

მისი შეფასებით, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები სამმაგად მორჩილი ადამიანები არიან.

“წარდგენილ კანდიდატებს რესურსიც კი არ ჰქონდათ ოდნავ განზე გაეხედათ. ამ პარლამენტში ვიღაცები ხომ გაიქცნენ, დამოუკიდებლობის რესურსი ხომ აღმოაჩნდათ, ამათ დამუკიდებელი მოქმედების რესურსიც კი არ აქვთ. მთავარი მოთხოვნა არის ივანიშვილისადმი პერსონალური მორჩილება, აქ სამმაგად მორჩილი ადამიანები ჰყავთ, რომლებსაც არც თავიანთი პოლიტიკური წონით, არც რაიმე სხვა თვისებებით არ აქვთ შანსი, ერთი საათით გაებუტონ ივანიშვილს, არათუ გამოეყონ. საბჭოთა კავშირში ფეხბურთის ლიგა იყო ასეთი: ა კლასი, ბ კლასი, ც კლასი და მერე მოდიოდა რაიონის გუნდები, „ჭე“ კლასს ვეძახდით. აი „ჭე“ კლასის დონეზე დაეშვა “ქართული ოცნება” და მისი საკადრო შემადგენლობა,”- განაცხადა გოცირიძემ.

“ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.