“დღევანდელი სიტუაცია, ბოლო 2 დღეში, ამ უმძიმესმა მდგომარეობამ რაც ვიცით პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მეათეხარისხოვნად აქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებიც და ყველა დანარჩენი საკითხიც.
მივმართავ ყველას, კიდევ ერთხელ თავმჯდომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდე, შევწყვიტე ფიქრი, არ არის ახლა ირონიის დრო, შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ხვალ დაენახეთ ხალხს. აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება, რომ არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, გამარჯვებული დამარცხებულს და დამარცხებული გამარჯვებულს გაუწვდის ხელს“,
ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.