“ახლა არ არის ჭირისუფლობის დრო, ახლა არის კონსოლიდაციის, მობილიზაციის და ბრძოლის გაგრძელების დრო.

[…] მე მინდა გავამხნევო მთელი საზოგადოება, ვისაც ნამდვილად აქვს ახლა წუხილი ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლა გაგრძელდება. ბრძოლა გაგრძელდება მართლაც შეუჩერებელი, უკომპრომისო. ამ ბრძოლის გზაზე შეიძლება კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდეს ქვეყანას. შესაძლებელია, ერთ დროს პოლიტიკური პატიმრები კვლავ პოლიტიკური პატიმრები გახდნენ. შესაძლებელია ათნი, ოცნი დაგვიჭიროს ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ გეგმას არ უნდა გადავუხვიოთ.

[…] არ შეიძლება ამ ბრძოლის შენელება და ჭირისუფლებად არ უნდა ვიქცეთ. არ არის მარტივი ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, მაგრამ არათუ შესაძლებელია, არამედ ასე მოხდება. ხვალაც რომ დაემატოს, ზეგაც რომ დაემატოს პოლიტიკური პატიმარი ამ გრძელ სიას, ჩვენ უნდა გავმხნევდეთ და ჭირისუფლებად არ უნდა ვიქცეთ. აი, ეს არის ის, რაც ახლა ჩვენ პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ ჩვენს თავებში, რომ წუწუნის და ჭირისუფლობის დრო არ არის, არის ბრძოლის დრო.

თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გვარამიას პატიმრობაზე.