პრემიერმინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. მისი თქმით, ეს მომაბეზრებელი ჭორებია.
“ხალხნო, წელიწადზე მეტია, უკვე ეს კითხვებია – როდის მიდიხართ? დღეს? ხვალ? გუშინ უკვე ხომ არ წახვედით? ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ? ეს არის ჩვეულებრივი რაღაც ჭორები, რომელიც უკვე გახდა მომაბეზრებელი.
რაღაც უფრო საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ხომ შეგვიძლია, რომ ვისაუბროთ. ხომ არ შეიძლება წელიწად–ნახევრის განმავლობაში ჟურნალისტებთან რამდენჯერ დავდგები, კითხვა იყოს, როდის გადავდგები, ნუ უკვე, იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი”,– ამბობს გახარია.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირება არ აქვს და ის მისი კარგი მეგობარია.