“ბატონ ელისაშვილს მინდა ვუპასუხო, დიდ დროს არ დავხარჯავ ბატონ ელისაშვილზე, უბრალოდ არ ღირს.
თქვენ პირველი ადამიანი იყავით, ბატონო ალეკო, ვინც ოპოზიციური ერთობა დაარღვიეთ, ბოიკოტი დაარღვიეთ, შემდეგ ჭორიკანა კაცივით ყველა ეთერში დაჯექით და საბოლოოდ, უკადრებელი იკადრეთ ადამიანზე, რომელიც ციხეში იჯდა. ამიტომაც, როდესაც საუბრობთ, ბიძინა ივანიშვილმა მოგვისყიდა თუ არა, საზოგადოება კარგად ნახულობს, ვინ ვინ მოისყიდა და ამას თქვენი პროცენტული მაჩვენებელი კარგადა აჩვენებს არჩევნებზე”
მიმართა ენმ-ს დეპუტატმა ანა წითლიძემ ალეკო ელისაშვილს. მანამდე ელისაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას 5 კითხვით მიმართა.