ჭყონდიდის ეპარქიაში, მარტვილის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ სამრეკლოში პატრიარქის ფრესკა დააზიანეს. ფოტოებში, რომელიც მედიაში ვრცელდება, ჩანს, რომ ფრესკა ილია მეორის სახის ნაწილში გადაფხეკილია.
ამ დროისათვის უცნობია როდის, ვინ დაზიანდა გამოსახულება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ კომენტარი არ გაუვრცელებია.