წყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძარში ბზობის დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს შორის დილიდან ფიზიკური დაპირისპირებაა.
მეუფე სტეფანესა და მის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძარის ეზოში ადგილობრივი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა.
ფიზიკური შეხლა–შემოხლის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა და მხარეები განარიდა. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.
დილიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარში, სადაც ბზობასთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, მრევლი სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩავიდა. მათი ნაწილი მეუფე სტეფანეს მხარდამჭერია, ნახილი კი დასჯილი მეუფე პეტრესი და სხვა სასულიერო პირების.