ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე აცხდებს, რომ “ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს”.
“უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც არის საჭირო. განათლება და სახელმწიფოებრიობა, რაც იყო ჭყონდიდის ეპარქიის მთავარი, მნიშვნელოვანი დატვირთვა, ეს უნდა დაუბრუნდეს და ეს სკანდალურობა, უაზრო მითქმა-მოთქმები და პოლიტიკური საუბრები… მე, მაგალითად, არ ვაპირებ და ვისაც უნდა ილაპარაკოს. ეკლესიიდან ამის სურვილი არავის გვაქვს და დასრულდება ალბათ. მე არავის წინააღმდეგ არ მივდივარ იქ, მივდივარ იმისათვის, რომ ეს, რაც არის მთავარი, უფალთან მივიდეთ ყველა და სკანდალები დამთავრდეს. სკანდალი არ არის ეკლესიის საქმე”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.
ცნობისთვის, სინოდმა გადაწყვიტა, რომ მეუფე პეტრესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში გადაყვანილი გადაყვანილი მეუფე გრიგოლი კვლავ წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად დაბრუნდება. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე უწინამძღვრებს.