ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ლელოს ინიციატივას ეხმიანება, რომელიც 20 ივნისზე საგამოძიებო კომისიას ეხება.
“ლელოს მინდა ვუპასუხო. გვეპატიჟებიან, საგამოძიებო კომისია შევქმნათ ამ პარლამენტშიო, მეგობრებო, ეს პარლამენტი მართლა პარლამენტი გგონიათ? საჯაროდ არ სიამოვნებით… იმიტომ შეხვედით ამ პარლამენტში რომ ვადამდელისთვის მოვემზადოთო. ეს არ არის ის პარლამენტი, რომელიც ხალხს ემსახურება”,– ამბობს ხაბეიშვილი ტვ პირველთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, პარლამენტში შესვლის შესახებ დისკუსიას ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ დაიწყებს.
“ნიკა [მელია] მიყურებს და მე რომ ვთქვა, რომ ან შევდივართ [პარლამენტში], ან არ შევდივართ, ეს სწორი იქნება? ეს კაცი ჯერ ხომ უნდა გამოვიდეს, რომ ეს დისკუსია გავხსნათ. ასე რომ მოქცეულიყო ყველა, ხომ უფრო სწორი იქნებოდა”,– აღნიშნავს ხაბეიშვილი.