ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხის სახლებში გამოკეტვას აპირებს, რაც უდიდესი დანაშაული და საფრთხეა.
“ბანძები, უმაქნისები, ქურდები ვართო… ვაქცინა ვერ ჩამოვიტანეთო. სახლებში გამოკეტილ ხალხს არ დაგეხმარეთო და ახლა, ისევ ავდგები და ისევ გამოგკეტავთ სახლებშიო… ჩვენზე “ზრუნვის” სახელით გვახრჩობენ, გვაშიმშილებენ. ამ დროს, თავად ათობით მილიონი იშოვეს, ქეიფობენ, გრიალებენ, გუგუნებენ და საშვებითაც დადიან. უდიდესი დანაშაული და საფრთხეა, რასაც ახლა ხელისუფლებაში გეგმავენ…”,- წერს ხაბეიშვილი Facebook-ზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ შეზღუდვის დაწესებაზე იმსჯელებენ, თუ დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადაცდება. ის ახლა 1.94%-ია. ის არ გამორიცხავს, რომ 2 კვირაში მგზავრობა “ლოკალურად” შეიზღუდოს.